სოფელი რიონი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთი, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე.
წყალტუბოდან 30 კილომეტრით ქუთაისიდან 8კმ-ის დაშორებით ზღვის დონიდან 250მ. სოფელს სამხრეთით ესაზღვრება ქალაქი ქუთაისი.
სოფელი მთაგორიანია,წარმოდგენილია საშუალოდ დაქანებული ფერდობებით.რელიეფის ასეთი მდებარეობა მეტად ლამაზ სანახაობას ქმნის, სოფლის თავზე აღმართულია კლდე, რომელიც რკალად ევლება. ბუნება მდიდარი და მრავალ ფეროვანია, სოფელს ირგვლივ აკრავს ფართეფოთლოვანი ტყეები.
ჩვენი სოფლის მკვიდრი საქართველოს სახელოვანი საზოგადო მოღვაწე მისსავე გაზეთ დროებაში წერს რიონის შესახებ.
დარწმუნებული ვარ, მკითხველო, თუ შენ, რაიმე გარემოების მიზეზით, ქალაქში ცხოვრობ ეხლა ამისთანა სიცხეეებში და მერე კიდევ ხოლერის დროს, ძალიან შეგნატვრის ჩემი სოფელში ცხოვრება: ნეტავი შენ ადგილას დამსვა, იტყვი; და ეს ნატვრაცუდი და უგნური არ იქნება, მეტადრე, რომ იცოდე, რა სოფელია რიონი, სადაც მე ამჟამათ ვცხოვრობ...
ს.მესხის დიდი დახმარებით იმდროისთვის სოფელში სკოლაც არებობდა.
სასიხარულო ის არის, რომ ამ პატარა ღარიბ საზოგადოებას აქვს თავის პატარა სკოლა, რომელშიაც სწავლობს შვიდი ყმაწვილ-ოთხი გლეხისა და სამი აზნაურის შვილებ. როგორც მასწავლებელმა და თავათ შეგირდებმაც მითხრეს, ოთხი თვეა რაც სწავლა დაუწყიათ და ამ ოთხ თეში, როგორც მე ჩემი თვალით დავრწმუნდი, კითხვა კარგათ და ცოტა წერეც უსწავლიათ დედა-ენაზე. თვითონ მასწავლებელს სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში დაუსრულებია და ღარიბთაგანი არის; ის ამ სოფლის მცხოვრები არ არის, მაგრამ ამ კეთილი საქმისთვის ყოველ დილით მოდის ხოლმე თავის სოფლიდან. ჯერ-ჯრიბით სკოლისათვის უშოვნია ერთი სასოფლო სასამართლოს სახლის ოთახი, რომელშიაც ყოველ მხრით თავისუფლად დატრიალებს ქარი. ზაფხულში ამ ოთახს კიდევ არაფერი უჭირს და კი ღმერთმა შეინახოს: ფეხ და თავ-შიშველა ყმაწვილები კი არა, მგელიც ვერ გაძლებს შიგ სამემრისოთ, როგორც მასწავლებელმა მითხრა, აპირებს სკოლის აშენებას, სადაც თვითონაც იდგომება; მაშინ იმედია, რომ რომ ყმაწვილები მოემატებიან,უფრო იმიტომ რომ ბევრს ბევრს არ ახდევინებს სწავლისათვის:სულ ორ აბაზს თვეში. თუმცა არც ეს არის დიდი ფული, მაგრამ, როგორც გავიგე, ყმაწვილები მოემატებიან თუარა, ამ ფასსაც მოუკლებს. ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ სკოლას და ამ ყმაწვილს ამისთანა კეთილ საქმეში. ამ პატარა, ღარიბი საზოგადოების ამ გვარი კითილი და სასარგებლო საქმე სამაგალითოა სხვა მდიდარის სოფლის საზოგადოებისთვის.
ს.მესხის წერილის მონსცემებით იმ დროისათვის სოფელშ ას ოც კომლზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, რომსოფელს მშვენიერი მდებარეობა და ჰაერი აქვს, მცხოვრებლები ძლიან ემდურინ აქაურ მოსავალსო.
მე-20 საუკუნე სოფ.რინის ცხოვრებაში აღმავლობის ხანა იყო.სოფლის მეურნეობამ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. გაშენდა ჩაის პლანტაციები, შიქმნა ცხოველთა ფერმებმი, განვითარდა მეხილეობა. მოსახლეობაც გამრავლდა,აშენდა ინფრასტრუქტურა და კაპიტალური სახლები
ჩვენი მამებისა და პაპების მონათხრობიდან ვიცით, რომ მათი მოსწავლეობის დროს სკოლაში 300-350 მოსწავლე იყო,პარალელული კლასები და დღისა და ღამის სმნები.
სამწუხაროდ დღეისათვის 99 ვართ ბუნებრივია გაგვიჩნდა კითხვა:
რა არის ამის მიზეზი? რატომ მცირდება სოფლის მოსახლეობის რაოდენობა და დავიწყეთ სოფლის პრობლემების მოძიება და გაანალიზება.
სოფელ რიონის ბუნებრივი საფრთხეებიდან სახასიათოა:ძლიერი ქარი, ძლიერი წვიმა, მდინარის ნაპირების ეროზია. ყველა ჩამოთვლილი ძირითადად საგრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებს დ საზოგადოებრივ ინფრასთრუქტურას (გზებსა და ხიდებს).მდინარის ეროზია გამოწვეულია გუმათის წყალსაცავით. სოფელი რიონი კიდევ ორ ბუნებრივიბ საფრთხის ქვეშ იმყოფება,კერძოდ მეწყერმა ამ სოფელში დააზიანა 10 საცხოვრებელი სახლი 55 მოსახლე. თუმცა მოპოვებული იფორმაციის მიხედვით,ბოლო ათწლეულში ბუნებრივ კატასტროფებს ადამიანთა მსხვერპლი არ მოჰყოლია.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტსი 2012 წლის მარტში ადგილობრივ გამგეობასთან შეიქმნა სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური,რომელიც ვალდებულია ხელი შეუწყოს სახელმწიფოსა თუ არასამთავრობოების მიერ სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ პროგრამებ უზრუნველყოს ფერმერები საჭირო ინფორმაციით და ტექნიკით. განახორცილოს სასოფლო-სამეურნეო საკითხების მონიტორინგი და შეიცვალოს შესაბამისი ინფორმაცია სამწუხაროდ არ მუშაობს
ისტორიულად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობდაქარსაცავი ზოლები, რომლის რაოდენობა 1990-იან წლების შემდგომ მნიშვნელოვნად შემცირდა.
გამოკითხულთა აზრით,ტყეებში ყოვეწლიურად 2-3 მცირე სიზლიერის ხანძარი ფიქსირდება.
სოფელ რიონში მიწის ქვეშა წყლების რესურსები უხვია,მიუხედავად ამისა სოფლის უმეტეს ნაწილს წყალი არ გააჩნია.
სოფლის მაცხოვრებლები თვლიან, რომ სოფლის მეურნეობაში პროდიქტიულობის სემცირება, წყლის დეფიციტი და ტყის რესურსების შემცირება უფრო მტკივნეულად აისახება მამაკაცზე, რადგან ოჯახის მომარაგების ფენქცია მა აკისრია რადგან ქალთა უმრავლესობა უცხოეთშია წასული.
რეკომენდებულია შემდეგი ზომების მიღება:
ქარსაცავი ზოლების აღდგენა, სატყეო მეურნეობის, სათიბ-საძოვრების აღდგენა ეროზიის პრივენცია.
ბუნებრივი საფრთხეების გაზრდის გამომწვევი პროდუქტების ფარგლებში შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვა,რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეულ რისკებს.
სოფელ რიონის ძირითად შემოსავალის წყაროს ათწლეულების მანძილზე მეჩაიობა წარმოადგენდა(მსხლოვნის,ჯოშკანეთის,ცივწყალის,ორაკეთის,ტბაშავის,პიჯვარისწერის,საგვაროს,კაპრალის ჩაის პლანტაციებში) წელიწადში 1200-1400 ტ ჩაის ფოთოლს კრეფდა და სოფლის შემოსავლის ძირითად წყაროს მეჩაიობა წარმოადგენდა.დღეს ჩაის ეს თვალუწვდენელი ლამაზად მოვლილი პლანტაციები სოფლისათვის ეკოლოგიურ პრობლემად გადაიქცა.გაველურებულმა და მოუვლელმა ჩაის ბუჩქების სიმაღლემ 4-5 მეტრს მიაღწია გაჩნდა გაუვალი უკიდეგანო ტყე სხვადასხვა მტაცებელი ცხოველებით.ხშირია მოსახლეობის მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე მგლის ხროვის თავდასხმის ფაქტები სოფლის განაპირას მცხოვრები კაპჭანაშვილების ფანჯარაში მგელმა ახლობელივით შეიხედა.თუ ამ პრობლემას არავინ გამოეხმაურება და დახმარებას არ გაუწევს სოფელს მგლები მალე სოფელსი დაიწყებენ თარეშს.
სოფლისათვის უდიდესი ამოცანაა გაიჩეხოს ეს გაველურებული ჩაის პლანტაციები მოხდეს მათი გაკულტურება სოფელში გვაქვს ჩაის ფაბრიკა რომელიც ერთ დროს სოფლის შემოსავალის ძირითად წყაროს წარმოადგენდა რომლის კვლავ რეალიზაციაში გაშვება არც თუ ისე ძნელია.ასე შეიძლება სოფელს გაუჩნდეს შემოსავლის წყარო და არ დავბრუნდეთ შუა საუკუნებიის სოფელში.
სოფელ რიონის ჩაის მიკროფაბრიკამ მუშაობა განაახლა 2007 წელს,გამოყვანილი იქნა 20ჰა, შემდეგ კიდევ 20ჰა,სულ 40ჰა. სეზონზე ამუშავებდა 50ტ ნედლეულს,დასაქმებული იყო 35 ოჯახი.
1კგ უმაღლესი ხარისხის ჩაის ღირებულება 1ლ იყო.დაბალი ხარისხის ჩაი(შავი ჩაი)1კგ 20 თ. თვითონ ფაბრიკაში დასაქმებული იყო 12 პირი.
სოფლის მოსახლეობამ დიდი ინტერესით შეხვდა ჩაის მეურნეობის აღდგენას.ჩაის რეალიზაცია ხდებოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე .მიუხედავად ხარიასხიანობისა ,რეალიზაცია ჭირდება.რის გამოც ამ დროისათვის ფაბრიკა დახურულია.